გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს
- სამართალი
- 29.05.2019
- 11:38
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვი გახდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და კომპანია „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლები მუშაობენ.
შსს-ს ინფორმაცით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200