1 დაღუპული და 130 დაშავებული - ძლიერი ტორნადო აშშ-ში
- მსოფლიო
- 29.05.2019
- 12:19
ერთი ადამიანი დაიღუპა და 130 დაშავდა ამერიკის ოჰაიოსა და ინდიანას შტატებში ძლიერი ტორნადოს შედეგად. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ტორნადომ სერიოზული ნგრევა გამოიწვია. ელექტროენერგიის გარეშე კი 68 ათასი სახლი დარჩა.
აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, ქარის სიჩქარემ საათში 264 კმ-ს მიაღწია. სტიქია ოთხ წუთს გაგრძელდა, თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დასახლებების ნაწილი დაენგრია.
სერიოზულად დაზიანებულ შენობებს შორის აღმოჩნდა ორსართულიანი სასტუმრო American Budget Value Inn-ც. საბედნიეროდ, შენობაში მყოფი ადამიანები, სტიქიას გადაურჩნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200