primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ზურაბ ჭიაბერაშვილი: მარტოხელა პენსიონერებისთვის სოციალური შემწეობის მოხნა გრძელდება

  • პოლიტიკა
  • 17.12.2015
  • 12:00
 ზურაბ ჭიაბერაშვილი: მარტოხელა პენსიონერებისთვის სოციალური შემწეობის მოხნა გრძელდება

“ერთიანი ნაციონალუცი მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მარტოხელა პენსიონერებისთვის სოციალური შემწეობის მოხნას აგრძელებს.

“2015 წლის ივლისში ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოების ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ 2013 წლის იანვრიდან საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 506,245-დან 377,971 მოქალაქემდე შემცირდა. 2013 წლის იანვრიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით ჯანდაცვის სამინისტრომ საარსებო შემწეობა მოუხსნა 30,000 პენსიონერს, რომელთაგან ნახევარზე მეტი მარტოხელაა და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

დავით სერგეენკოს საჯარო შეპირების მიუხედავად, სიღარიბეში მცხოვრებ პენსიონერთათვის სოციალური შემწეობის მოხსნის პროცესი არც ივლისის შემდეგ გაჩერებულა. სოციალური შემწეობის მიმღები 60 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა კიდევ 6,000-მდე ადამიანით შემცირდა. ამდენითვეა შემცირებული იმ ოჯახთა რაოდენობა, სადაც 1 ან 2 წევრია, რაც ადასტურებს, რომ სერგეენკოს მიერ შემორებული მეთოდოლოგიის სამიზნე ისევ და ისევ მარტოხელა მოხუცები არიან.

სოციალური შემწეობის მიმღები მოსახლეობის ხარჯზე ივანიშვილის მთავრობამ 2015 წლის იანვრიდან დღემდე 15 მლნ ლარი დაზოგა, რაც ზღვაში წვეთია ჩინოვნიკების მიერ აღებული პრემიებისა და დანამატების ფონზე.

თანაც ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო სულ უფრო მეტი და მეტი ოჯახი ვარდება უკიდურეს სიღარიბეში, როდესაც გაძვირებულია სურსათი და წამალი ანუ პენსიონერების ძირითადი მოხმარების პროდუქტი.

ყოველივე ზემოთქმული კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოთხოვნის სამართლიანობას, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს. ამასთან, აუცილებელია, რომ საარსებო შემწეობა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დავით სერგეენკოს არასწორი პოლიტიკის გამო უსახსროდ დარჩა.“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge