primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

მავთულხლართები, რომლებიც საქართველოში რუსეთის მიერ არის აღმართული, ბერლინის კედლის ბედს გაიზიარებს - ციხელაშვილი

  • პოლიტიკა
  • 29.05.2019
  • 13:01
მავთულხლართები, რომლებიც საქართველოში რუსეთის მიერ არის აღმართული, ბერლინის კედლის ბედს გაიზიარებს - ციხელაშვილი

"საქართველოში რუსეთის მიერ აღმართული მავთულხლართები ბერლინის კედელივით დაიშლება" - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პორტუგალიაში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე ESTORIL CONFERENCES – GLOBAL CHALLENGES, LOCAL ANSWERS.

სესია, სადაც ქეთევან ციხელაშვილი ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან და World Leadership Alliance - Club de Madrid-ის მოქმედ პრეზიდენტთან ვაირა ვიკე-ფრეიბერგასთან და ნობელის პრემიის ლაურეატთან სვეტლანა ალექსიევიჩთან ერთად გამოვიდა, იმ გამოწვევებს მიეძღვნა, რომლებიც მსოფლიოს ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლისთავზე აქვს. სესიის მოდერატორი მწერალი და ცნობილი ჟურნალისტი, "ლოს-ანჯელეს თაიმსის" სპეციალური კორესპონდენტი გერმანიაში ერიკ კირშბაუმი იყო.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სირთულეებზე, რომელთაც საქართველოს მოსახლეობას ოკუპაცია და ხელოვნური ბარიერები უქმნის. მიმოიხილა გამოწვევები, რომლებთან გამკლავებაც უწევს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნა, რომ მავთულხლართები სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო ძალისხმევით აუცილებლად დაიძლევა.

"ბერლინის კედლის დაცემა ჩვენთვის წარმოადგენს შთაგონების წყაროს, რომ ახალი კედლები რომლებიც საქართველოში რუსეთის მიერ არის აღმართული, იგივე ბედს გაიზიარებს. ეს კედლები არის მართულხლართები, რომლითაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის შემოსაზღვრული. ისინი ასზე მეტ სოფელზე გადის და აქ მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთისგან ჰყოფს. გარდა გაყოფისა, მოსკოვი ადგილზე რეგიონის რუსიფიკაციის მცდელობას ახდენს. ყველაზე ცნობილი ხერხი, რომელსაც კრემლი იყენებს, უკანონო პასპორტიზაციაა.

"მოსკოვს უნდა, რომ მეზობელი ქვეყნები რუსეთის ორბიტაზე დარჩნენ და არ გადაუხვიონ უფრო სასურველი მიზნების მისაღწევად, მაგალითად როგორიცაა ევროკავშირი და ევროატლანტიკური ინსტიტუტები. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის ეს არა მხოლოდ არჩევანი, არამედ თავისუფლებისთვის ბრძოლაა და ამის დათმობას არ ვაპირებთ.

"ვინაიდან ახალი კედლები მთელ მსოფლიოში არსებობს, ჩვენ უნდა მივმართოთ გზას, რომლის საშუალებითაც გლობალური სამართლიანობისათვის ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმების მისაღწევად პოლიტიკოსები განსხვავებებს გვერდით გადადებენ. საკუთარ თავებს უნდა ვკითხოთ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ დემაგოგიური რიტორიკა დავამარცხოთ და ამავდროულად, ადამიანების რეალურ მოთხოვნებზე ადეკვატური პასუხი გვქონდეს. უნდა დავსვათ კითხვა - რამდენად წინ წავედით მეოცე საუკუნის ტრაგიკული მოვლენებისა და ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ”, - განაცხადა კონფერენციაზე ქეთევან ციხელაშვილმა.

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის სტუმრები იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები, წამყვანი გამოცემების ჟურნალისტები და სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი და ყოფილი მეთაურები. მათ შორის, პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დი სოზა, ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, სლოვენიის ყოფილი პრეზიდენტი დანილო ტიურკი, ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი კარლოს მესა, ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გი ვერჰოფსტადტი, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ, ცნობილი ჟურნალისტი ფარიდ ზაქარია (სხვადასხვა დროს მუშაობდა შემდეგ გამოცემებში: New York Times, the Wall Street Journal, The New Yorker, CNN, Foreign Affairs, Newsweek International და ა.შ) და ა.შ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე  - ირმა ინაშვილი
  • 19:09
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე - ირმა ინაშვილი
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:07
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
  • 18:40
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge