თამარაშვილის ქუჩაზე ავტომობილი ამოტრიალდა
- სამართალი
- 29.05.2019
- 14:24
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტოავარიისას ერთი ადამიანი დაშავდა. პირველი არხის ინფორმაციით, ავტომანქანა გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200