თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა
- საზოგადოება
- 29.05.2019
- 15:41
საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. შესაბამის დადგენილებას მხოლოდ 30-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა. ფრაქციამ საქართველოს პარლამენტს განსახილველად შესაბამისი დადგენილება თებერვალში წარუდგინა.