უიშვიათესი ვარდისფერი ბრილიანტი Christie’s-ის აუქციონზე 7, 5 მლნ დოლარად გაიყიდა
- მსოფლიო
- 29.05.2019
- 16:14
ბეჭედი მომნუსხველი უიშვიათესი ვარდისფერი ბრილიანტის თვლით Bubble Gum Pink-ი, ჰონგ კონგში, Christie’s-ის აუქციონზე 7, 5 მლნ დოლარად გაიყიდა. სამკაული ანონიმმა კოლექციონერმა შეიძინა.
ბრილიანტი 3,43 კარატს იწონის. მის ირგვლივ კი უფრო მცირე ზომის ძვირფასი თვლებია განლაგებული.
„ეს ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ვარდისფერია, მათ შორის, რაც კი ოდესმე ჩემი 50-წლიანი კარიერის განმავლობაში მინახავს. ასეთი უზადო სისუფთავე იშვიათობას წარმოადგენს. მას ნაკლი არ გააჩნია“, - განაცხადა Christie’s-ის თანამშრომელმა ფრანსუა კიურიელმა.
აქუციონის ორგანიზატორები ბეჭდის გაყიდვას 6-8 მლნ დოლარად ვარაუდობდნენ.
აზიის საგაზაფხული აუქციონის შემოსავალმა სულ 44 მლნ დოლარი შეადგინა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200