უცნობმა მამაკაცმა თეთრი სახლის წინ თავის დაწვა სცადა
- მსოფლიო
- 30.05.2019
- 14:22
უცნობმა მამაკაცმა თეთრი სახლთან, ელიფსის პარკში თავის დაწვა სცადა. ამის შესახებ აშშ-ს საიდუმლო სამსახური მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს.
ინციდენტი გუშინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადმინისტრაციის ერთ-ერთ შენობაში იმყოფებოდა.
ინციდენტის ადგილზე მისულმა პსეცსამსახურის წარმომადგენლებმა და პოლიციელებმა მამაკაცს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე უცნობია თავის დაწვის მოტივები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200