ქაბულში, ტერაქტზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო
- მსოფლიო
- 31.05.2019
- 10:38
რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ პასუხისმგებლობა აიღო ქაბულში მომხდარ აფეთქებაზე. გავრცელებული ცნობით, ავღანეთის დედაქალაქში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რომელსაც სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
აფეთქება კალა-ე-ვაზირის რაიონში მოხდა. სამართალდამცველების თქმით, ტერაქტი კოალიციური ძალების ავტოკოლონების წინააღმდეგ იყო მიმართული. ავღანეთის შსს-ს ინფორმაციით, ტერაქტს ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200