ჰილარი კლინტონი ფილმებს გადაიღებს
- მსოფლიო
- 31.05.2019
- 10:56
აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ქალიშვილთან, ჩელსისთან ერთად ფილმების საპროდიუსერო კომპანიის დაფუძნება გადაწყვიტა. იუწყება Bloomberg-ი.
სააგენტოს ცნობით, ამგვარად, კლინტონი ცდილობს გავლენა მოახდინოს აშშ-ს კულტურასა და საზოგადოებაზე, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ.
კლინტონმა უკვე გააფორმა კონტრაქტი ტელესერიალ The Woman's Hour-თან. კლინტონის თანაპროდიუსერი რეჟისორი სტივენ სპილბერგი იქნება.
მარტში ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა და მომავალში წიგნების წერით დაკავდებოდა და ბებიის როლს მოირგებდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200