ციურიხში მამაკაცმა მძევლად აყვანილი 2 ქალი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა
- მსოფლიო
- 31.05.2019
- 17:27
შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 60 წლის მამაკაცმა ორი ქალი მძევლად აიყვანა. პოლიციასთან სამსაათიანი მოლაპარაკების შემდეკ კი ორივე დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.
მამაკაცს ქალები ერთ-ერთ შენობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი. სამართალდამცველებთან სამსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ 10 წუთის შემდეგ მათთან გავიდოდა, მაგრამ მალე შენობიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა.
პოლიციელები შენობაში შევიდნნ, სადაც ორი ქალი და მამაკაცი გარდაცვლილები დახვდათ. ერთ-ერთი ქალი 38 წლის იყო, მეორე კი 34-ის.
პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო, დანაშაულის მოტივები უცნობია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200