ერდოღანი რუსულ С-400-ზე უარის თქმას არ აპირებს
- მსოფლიო
- 04.06.2019
- 15:12
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა რუსულ საზენიტო სარაკეტო სისტემებზე С-400-ზე უარის თქმას არ აპირებს.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელიც ამ მომენტისთვის ხორციელდება, ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილნი. არ ვაპირებთ С-400-ის შეძენაზე უარის თქმას“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა ტელეარხ Haberturk-ის ეთერში.
ერდოღანმა განაცახდა, რომ თურქეთი თანახმა იყო შეეძინა ამერიკული საზენიტო სარაკეტო კომლექსები Patriot-ი, თუმცა მას მომგებიანი წინადადები არ მიუღია. „ჩვენ მივმართეთ აშშ-ს შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, ასევე ვთავაზობდით ჩვენთვის მოეყიდათ Patriot-ი. ჩვენ ასევე ვაცნობეთ, რომ კონტრაქტის პირობები ისეთივე კარგი უნდა ყოფილიყო, როგორსაც რუსეთი გვთავაზობდა. ასე რომ მომხდარიყო ჩვენ ნაბიჯებს Patriot-ის მიმართულებით გადავდგამდით, თუმცა აშშ-ს მხრიდან ჩვენთვის სასურველი წინადადება არ მიგვიღია“, - აღნიშნა ერდოღანმა.
ვაშინგტონმა ანკარა არაერთგზის გააფრთხილა, რომ რუსული სარაკეტო სისტემების შეძენის შემთხვევაში თურქეთს გამანადგურებლების - F-35-ის მიწოდებას შეუწყვეტდნენ.