ჩინეთში აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატა - SRCIC შეიქმნა
- ეკონომიკა
- 17.12.2015
- 13:54
ჩინეთში აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატა - SRCIC შეიქმნა. პალატის ინაგურაციის ცერემონია გაიმართა 10 დეკემბერს ჰონკონგში უკვე გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო ჰონკონგის მმართველმა ლიუნგ ჩან-ინმა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ბიზნესის და სამთავრობო წრეების წარმომადგენლები.
SRCIC –ს უხელმძღვანელებს ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარის მოადგილე, კომპანია Tangwest Market Group - ის თავმჯდომარე ლუ ჯიანჟონგი.
აზია-წყნარი ოკეანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი არჩეულია SRCIC – ის თავმჯდომარის მოადგილედ.
ახალი პალატა ხელს შეუწყობს აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყნების ბიზნეს კომპანიების, ასოციაციების და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობას.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მჭიდროდ ითანამშრომლებს აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატასთან.
პალატის სათაო ოფისი ჰონკონგში განთავსდა.