სუდანში აქციის მონაწილეების დარბევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 05.06.2019
- 12:16
სუდანის დედაქალაქ ხართუმში საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია. იუწყება ექიმთა ოპოზიციის კომიტეტი.
ორშაბათს სპეცრაზმმა სუდანის თავდაცვის სამინისტროს შენობასტან საქპტოეტსო აქცოა დაშალა. დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმელება ცეცხსროლი იარაღი გამოიყენეს. ადგილზე დაიღუპა 30-ზე მეტი ადამიანი, ასობით კი დაიჭრა.
სუდანელი სამხედროები უარყოფენ ინფორმაციას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ.
სუდანში აპრილში სამხედრო გადატრიალება მოხდა, ქვეყნის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი დააპატიმრეს. გადატრიალების შემდეგ სუდანში მასობრივი აქციები დაიწყო, რომლის მონაწილეებიც მოითხოვენ სამოქალაქო მმართველი ორგანოს ფორმირებას და მისთვის ყველა უფლებამოსილების გადაცემას.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200