png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენებებს ხელს თუ არ მოვაწერდით, შესაძლო იყო ჩემი და და დედა დაეჭირათ - მიხეილ კალანდიას ძმა

  • სამართალი
  • 05.06.2019
  • 15:32
 ჩვენებებს ხელს თუ არ მოვაწერდით, შესაძლო იყო ჩემი და და დედა დაეჭირათ - მიხეილ კალანდიას ძმა

მიხეილ კალანდიას ძმამ ლუკა კალანდიამ „კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამ დეკემბერს, როდესაც ის და მისი ძმა ხორავას ქუჩის საქმეზე მოწმის სტატუსით მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე მიიყვანეს, მათ მიაყენეს ფიზკური შეურაცხყოფა და ისინი მორალურ ტერორში იმყოფებოდნენ.

ლუკა კალანდიას თქმით, მათ მიუტანეს უკვე დაწერილი ჩვენებები და მათზე ხელი მოაწერინეს, რის შემდეგაც კი უთხრეს, რომ მათ გაუშვებდნენ, ხოლო საპატიმროში მათი მამა, თენგიზ კალანდია დარჩებოდა. ლუკა კალანდიას თქმით, თენგიზ კალანდიასაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. 

„მოიტანეს ჩვენებები და ხელს გვაწერინებდნენ იმ წინაპირობით, რომ თუ არ მოვაწერდით, შესაძლო იყო ჩემი არასრულწლოვანი და და დედა დაეჭირათ. ამ ყველაფერს ახლა იმიტომ ვამბობ, რომ ახლა დასაკარგი არაფერი გვაქვს. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ პირველ დღეებში, ყველას ემახსოვრება, ალბათ, როგორი არეულობა იყო ქვეყანაში ამ ამბავთან დაკავშირებით და სჭირდებოდათ მეტი დაკავებული ადამიანი. სწორედ ამ მიზეზით დააკავეს ის ჩვენი ორი მეგობარი, ზაქარია წინწკალაძე და გიორგი შაბულიშვილი, რომლებიც უდანაშაულოები არიან და არაფერი იცოდნენ. ეს იყო მიზეზი, რომ მათ სჭირდებოდათ, რაც შეიძლება მეტი დაკავებული, რომ საზოგადოებაში მღელვარება ჩაეწყნარებინათ. პოლიტიკურად რომ არ გაჟღერებულიყო, დაპირისპირება რომ არ ყოფილიყო ოპოზიცასა და მთავრობას შორის, სავარაუდოდ, ამიტომ, ყველაფერი ამიტომ ხდება, ახლაც ამიტომ ხდება. ვერავის ვერ მივცემ ჩემი დაჩაგვრის უფლებას ვინც არ უნდა იყოს, ეს მთავრობა იქება, მაღალჩინოსანი, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა,“ - განაცხადა ლუკა კალანდიამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge