სოფელ ზედუბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
- საზოგადოება
- 06.06.2019
- 10:45
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ტყიბულის თერჯოლისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.