primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

მიხეილ სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს პარტიის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

  • პოლიტიკა
  • 07.06.2019
  • 10:48
მიხეილ სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს პარტიის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს პარტია „უდარის“ თავმჯდომარეობაზე და მასთან ერთად არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება.

4 ივნისს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სააკაშვილს შესთავაზა მისი პარტიის თავმჯდომარეობა და რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა. ვიდეომიმართვაში, რომელიც მან „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა, განაცხადა, რომ მზად არის უკრაინაში დაბრუნებულ სააკაშვილს „პოლიტიკურად მხარში ამოუდგეს“.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მაქალაქეობა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 მაისს დაუბრუნა, 29 მაისს კი სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა.

4 ივნისს ზელენსკის გუნდში სააკაშვილთან თანამშრომლობა არ გამორიცხეს. პრეზიდენტის წარმომადგენელმა უმაღლეს რადაში რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე იმსჯელებდნენ.  ბრიუსელში მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე საკაშვილისთვის თანამდებობის მინიჭების საკითხს არ განიხილავს.

თავად სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნია და რაიმე თანამდებობის დაკავებისკენ არ ისწრაფვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე  - ირმა ინაშვილი
  • 19:09
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე - ირმა ინაშვილი
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:07
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
  • 18:40
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge