png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე მაშველი გოგონებიც იზრუნებენ

  • საზოგადოება
  • 11.06.2019
  • 13:09
 შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე მაშველი გოგონებიც იზრუნებენ

წელს, შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე მაშველი გოგონებიც იზრუნებენ. ქალებს ზაფხულის მიმდინარე სეზონზე პირველად მიეცემათ შესაძლებლობა, რომ საზღვაო მაშველები გახდნენ. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემას ბათუმის საზღვაო აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მეგი ფარტენაძემ განუცხადა, წლევანდელ საზღვაო სეზონზე მაშველად მუშაობის სურვილი 9 გოგონამ გამოთქვა. მისივე თქმით, სპეციალური გადამზადების შემდეგ, გოგონებს შესაძლებლობა ეძლევათ, წყალზე მაშველის პოზიციაზე სეზონურად დასაქმდნენ, გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით.

მისივე განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მაშველის პოზიციის დაკავების მსურველი ახალგაზრდები სპეციალურ მომზადებას გაივლიან და მაშველისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. ასევე, მათ ჩაუტარდებათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის საჭირო კურსი, რის შემდეგაც ანაზღაურებად სამსახურს მიიღებენ.

რაც შეეხება უშუალოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, უწყებაში განმარტავენ, რომ საზღვაო აკადემიის 9 სტუდენტის გარდა, მაშველად დასაქმების სურვილი კიდევ არაერთმა ქალმა გამოთქვა, თუმცა უწყება ამ ეტაპზე მათი შერჩევის პროცესშია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge