პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორად ლონდა თოლორაია აირჩია
- პოლიტიკა
- 11.06.2019
- 14:25
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორად შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლონდა თოლორაია აირჩია.
თოლორაიას კანდიდატურას მხარი 82-მა პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 21 წავიდა.
ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად კენჭი ეყარა ასევე ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურას, რომელსაც მხარი მხოლოდ შვიდმა დეპუტატმა დაუჭირა.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორი მუშაობას მიმდინარე წლის 3 ივლისიდან შეუდგება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200