primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ჩინურმა მხარემ ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების ჩინეთში რეგისტრაციის ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა

  • ეკონომიკა
  • 17.12.2015
  • 15:34
ჩინურმა მხარემ  ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების ჩინეთში რეგისტრაციის ხელშეწყობის  მზადყოფნა გამოთქვა

საქართველოს დელეგაციამ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში ვიზიტი დაასრულა. დელეგაციის წევრებმა პეკინში საქმიანი შეხვედრები გამართეს ჩინეთის ფინანსური და ეკონომიკური პროფილის ორგანიზაციებში, სადაც დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის საქმიანობასა და მის ბაზაზე ახალი საფინანსო ინსტიტუტის ფორმირებაზე ისაუბრა.

შეხვედრები გაიმართა ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კომისიაში,

ჩინეთის ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში, სადაც ჩინურმა მხარემ ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების ჩინეთში რეგისტრაციის ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა.

ჩინეთის ეროვნული ექსპორტ-იმპორტის კორპორაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტები, რომლის განხორციელებაც საპარტნიორო ფონდთან ერთად ახლო მომავალში იგეგმება.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           დავით საგანელიძე ქართულ დელეგაციასთან ერთად ჩინეთის ინდუსტრიულ-კომერციულ ბანკს ეწვია, სადაც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს განვითარების კორპორაციის კონცეფციაზე ისაუბრა და ჩინურ მხარეს ევროპის საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ახალი უწყების ფორმირების პროცესში ჩართვა შესთავაზა. „საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ყოველთვის იყო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდი, შესაბამისად ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის აღიარებით და ევროპასთან ინტეგრაციით შესაძლებელი იქნება საერთო სარგებლის მიღება, როგორც ევროპის ასევე აზიისთვის“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ასევე ჩინეთის „აბრეშუმის გზის ფონდში“, „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში“, „ჩინეთის განვითარების ბანკში“. ჩინელი პარტნიორები მიესალმებიან საქართველოში ახალი საფინანსო ინსტიტუტის შექმნის განზრახვას და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ფორმირების პროცესში.

„ჩინეთის განვითარების ბანკის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, განვითარების კორპორაციის დაარსების შემთხვევაში ბანკის დირექტორთა საბჭო ახალი საფინანსო ინსტიტუტის აქციათა პაკეტში თანამონაწილეობის საკითხსაც განიხილავს.

 საქართველოს დელეგაცია ეწვია  ჩინეთის კუანტუნის პროვინციის ქალაქებს, სადაც შეხვედრები გაიმართა თაივანის ინდუსტრიული ზონის ადმინისტრაციაში. რეგიონში დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს აგრარული მეურნეობა და სათბურები, იახტების სამშენებლო კომპანია. დავით საგანელიძემ გამოთქვა ინიციატივა ანაკლიაში ანალოგიური იახტების საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით. დელეგაციამ ქალაქის ვიცე მერთან ერთად ასევე დაათვალიერა ყველაზე დიდი ეკოპარკი. ჩინურმა მხარემ საქართველოში ანალოგიური პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა.

დელეგაციის წევრები კუანტუნის პროვინციის საერთაშორისო ვაჭრობისა და ღვინის ინდუსტრიულ კორპორაციას ესტუმრნენ. კორპორაციის გენერალური მდივანი ტაი ლი ძუანი მიესალმა ქართული ღვინის რეგიონში შეტანის იდეას და ქართული მხარე საერთაშორისო ექსპოზიციაზე მიიწვია.

საქართველოს დელეგაციამ დასკვნითი შეხვედრა კუანტუნის პროვინციის ქალაქ შენჭენში, უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო ინოვაციების კომპანია ZTE-სთან გამართა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და კომპანიის გენერალურმა დირექტორმა იანგ ძინიმ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. კომპანია მზად არის საპარტნიორო ფონდთან ერთად საქართველოში დაიწყოს ინოვაციური ტექნოლოგიების განხორციელება და დანერგვა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ დელეგაციამ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge