primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

Volvo Cars-მა და Varjo–მ ავტომობილების განვითარებისთვის გამოუშვეს პირველი „შერეული რეალობის“ აპლიკაცია

  • ეკონომიკა
  • 13.06.2019
  • 11:12
Volvo Cars-მა და Varjo–მ ავტომობილების განვითარებისთვის გამოუშვეს პირველი „შერეული რეალობის“ აპლიკაცია

Volvo Cars-ის და Varjo-ს (ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობების მწარმოებელი ფინური კომპანია) თანამშრომლობით შეიქმნა მსოფლიოში პირველი შერეული რეალობის მოწყობილობა უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული კოლაბორაცია გამყარებული იქნება Volvo Cars -ის ტექნიკური ფონდის მიერ. ვოლვოს ტექ. ფონდი არის კაპიტალური ფონდი, რომელიც ინვესტიციებს აკეთებს მაღალი პოტენციის მქონე ტექნოლოგიურ სტარტაპებში.

Volvo Cars-მა და Varjo-მ შესაძლებელი გახადა, რომ ატარო ნამდვილი ავტომობილი და თან გეკეთოს შერეული რეალობის მოწყობილობა, რომელიც ერთდროულად მატებს ვირტუალურ ელემენტებს შენს გამოცდილებას და გინარჩუნებს რეალობის აღქმას. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ვერცერთმა ავტომწარმოებელმა ვერ შეძლო ამის გაკეთება.

Varjo XR-1არის შერეული რეალობის სათვალე, რომელიც უზრუნველყოფს ცდისპირისთვის ფოტორეალისტური გამოსახულებების და ვირტუალური გამოსახულებების უმაღლეს ხარისხში მიწოდებას. XR-1- ს წინამორბედისგან განსხვავებით შეუძლია რადიკალურად შეამციროს ნიშნების და დიზაინების სწრაფი ამოცნობის პერიოდი. მოწყობილობას დამატებული აქვს მაღალი გაფართოების კამერები, რაც ე.წ. შერეული რეალობის მიღების საშუალებას იძლევა. ეს ფაქტი ვოლვოს დიზაინერებს და ინჟინრებს საშუალებას აძლევთ მართონ მომავლის ავტომობილები და შეაფასონ მართვის გამოცდილება ჯერ კიდევ მრავალი წლით ადრე, რეალური ავტომობილის შექმნამდე.

„შერეული რეალობის მოწყობილობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ავტომობილის დიზანი და ტექნოლოგიები ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ავტომობილი მხოლოდ დაფაზეა. სტანდარტული შეფასების ნაცვლად, ახლა ჩვენ შეგვიძლია ჯერ არარსებული პროდუქტი შევაფასოთ გზაზე. ეს ტექნოლოგია გვეხმარება პოტენციური ხარჯების დაზოგვაში, ასევე პრიორიტეტების და პრობლემების აღმოჩენაში პროდუქტის შექმნის ადრეულ სტადიაზე“ - ამბობს ჰენრიკ გრინი, Volvo Cars -ის ტექნოლოგიების ხელმძღვანელი.

XR-1-ი Volvo Cars - ის ინჟინრებს ეხმარება უსაფრთხოების სისტემების დახვეწაში. უსაფრთხოების ექსპერტებს შეუძლიათ მართონ ავტომობილი აღნიშნული მოწყობილობის გამოყენებით და მიიღონ ვირტუალური შედეგები რეალურ გარემოში. XR-1 - ში ჩამონტაჟებული მაღალი ხარისხის თვალის აღმქმნელი ტექნოლოგია, გვაძლევს ინფორმაციას მძღოლის აღქმის შესახებ, რამდენად მარტივად თუ რთულად უმკლავდება ცდისპირი ავტომობილის მართვას, ხოლო შედეგად ვიღებთ კვლევის შედეგებს ზედმეტი ძალისხმევის და დაკვირვებების გარეშე.

„დასაწყისშივე ჩვენი ხედვა იყო, რომ შეგვექმნა პროდუქტი რომელიც იქნებოდა რეალობის და ვირტუალობის შერწყმა. იმ შესანიშნავი გზის მეშვეობით, რა გზითაც ვოლვო იყენებს ჩვენს პროდუქტს, შესაძლებელი ხდება რაც აქამდე შეუძლებლად მიგვაჩნდა. ჩვენ ვოლვოსთან ერთად შევქმენით პროფესიონალური შერეული რეალობის ახალი ერა“ - აცხადებს ნიკო აიდენი, Varjo-ს დამფუძნებელი და CEO.

Volvo Cars არის ავტომობილების ინდუსტრიაში ნოვატორი ვირტუალური რეალობის გამოყენების მხრივ და Varjo-სთან თანამშრომლობა არის ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი. წარმატება ყოველთვის მიიღწევა ძლიერი და მოაზროვნე პარტნიორების თანამშრომლობის შედეგად.

„Varjo არის ერთპიროვნული ლიდერი ამ ინდუსტრიაში, კომპანიის ტექნოლოგიური მდგომარეობა გვპირდება დიდ ზრდას და ამავდროულად შემოაქვს დიდი კონტრიბუცია ჩვენთან თანამშრომლობაში. Varjo არის მაგალითი იმისა თუ როგორ კომპანიებთან ვითანამშრომლებთ მომავალში“ - ამბობს ზაკი ფასიჰუდინი, Volvo Cars-ის ტექნიკური ფონდის CEO.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge