საპროტესტო აქციაზე დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა
- საზოგადოება
- 21.06.2019
- 11:32
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. როგორც "ნიუ ჰოსპიტალში" განმარტავენ, მათ კლინიკაში წუხელ შესული 24 პაციენტიდან ქირურგიული ჩარევა 4 პაციენტს დასჭირდა, საიდანაც ორს აღენიშნებოდა თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა მათი ენუკლიაციით.
დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.