primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
26 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
26 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ანტირუსული ისტერიაა - ნინო ბურჯანაძე

  • პოლიტიკა
  • 25.06.2019
  • 12:51
ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ანტირუსული ისტერიაა - ნინო ბურჯანაძე

საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს ეჯიბრება, ვინ უფრო მეტად პროდასავლურია, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების არაშორსმჭვრეტელობის გამო სწრაფად დაბრუნდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა არა დამაკმაყოფილებელ, არამედ იმ დონეზე მაინც, რომელიც ერთი კვირის წინ იყო, ძალიან რთული იქნება,“-  აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებში  რუსეთი და სერგეი გავრილოვი არაფერ შუაშია და დემონსტრანტების გულწრფელი პროტესტი აქტიურად გამოიყენეს პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალებმა და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს პროტესტი ანტირუსულ ისტერიაში გადაზრდილიყო.

„განსკუთრებით შეეცადნენ სააკაშვილის მხარდამჭერი პარტიები. ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი, რათა პროტესტი ანტირუსულ ისტერიაში გადაზრდილიყო. სამწუხაროდ, ის, რაც დღეს საქართველოში ხდება - ეს ანტირუსული ისტერიაა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარეთ არა 2019, არამედ 2008 წელია და თითქოს ხალხმა ახლა გაიგო, რაც მოხდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს რა თქმა უნდა, უფრო მწვავდება ამერიკული სპეცსამსახურების მიერ“,- აცხადებს ბურჯანაძე და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს სხვა არჩევანი არ აქვს გარდა იმისა, რომ დათანხმდეს ოპოზიციის მოთხოვნებს პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ბურჯანაძის განცხადებით, ივანიშვილს შველის ის, რომ მოსახლეობის უმეტესობას სააკაშვილის დაბრუნება არ სურს, თუმცა შექმნილია სიტუაცია, რომ არც ივანიშვილი არ უნდათ.

„ივანიშვილს შველის ის, რომ საქართველოში ბევრს სააკაშვილის დაბრუნება არ სურს. შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანებს არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი სურთ. თუმცა პრობელმა ის არის, რომ სააკაშვილი თამაშობს არამხოლოდ თავის თამაშს, არამედ მოქმედებს ამერიკული სპეცსამსახურების ინტერესებშიც,“- აღნიშნა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე ამბობს, რომ არ შეუძლია იმის თქმა, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, რადგან პროდასავლურობაში სააკაშვილს ეჯიბრება.

„ხელისუფლება სააკაშვილს ეჯიბრება, ვინ უფრო მეტად პროდასავლურია. გადახედეთ საქართველოს პრეზიდენტის,  პრემიერისა და „ქართული ოცნების“ პირველი პირების განცხადებებს. ბუნებრივია, მათ ეშინიათ თავიანთი ამერიკელი პატრონების განაწყენების. უფრო მეტიც, ივანიშვილს სიკვდილამდე ეშინია, რომ მისი მილიარდები გაიყინება“, - აცხადებს ბურჯანაძე.

რუსეთის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ბურჯანაძემ უპასუხა, რომ ეს საქართველოსთვის ყველა მიმართულებით მძიმე იქნება. „რა თქმა უნდა, საქართველო ბევრს დაკარგავს. არა მხოლოდ ემოციური და ადამიანური თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური კუთხითაც. მესმის, რუსეთის ხელისუფლების რეაქცია იმაზე, რაც აქ ხდება, იმ ისტერიაზე, რომელსაც სამწუხაროდ ვხედავთ, მაგრამ მინდა იმედი მქონდეს, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ ზომებზე შეჩერდება და მეტ შეზღუდვებს არ დააწესებს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გარდაიცვალა ლეგენდარული დოლი პარტონი
  • 23:48
გარდაიცვალა ლეგენდარული დოლი პარტონი
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე  - ირმა ინაშვილი
  • 19:09
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე - ირმა ინაშვილი
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:07
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
  • 18:40
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge