სკამების გამო ნუ დაკარგეთ სახე, გასულიყავით გარეთ და იმ ბავშვებს გადაფარებოდით - ეკა ბესელია
- პოლიტიკა
- 25.06.2019
- 13:02
სკამების გამო ნუ დაკარგეთ სახე, ოთახაში რომ იყავით ჩაკეტილი, გასულიყავით და გადაფარებოდით იმ ბავშვებს თვალები რომ დათხარეს- ამ განცხადებით, დეპუტატმა ეკა ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა. ეკა ბესელიამ "ქართული ოცნების" ლიდერები გააკრიტიკა და თქვა, რომ მათი უტიფარი განცხადებები, სვამს ტოლობის ნიშანს მოძალადე სპეცრაზმელებსა და მათ შორის.
"ჩემიანი თუ აკეთებს ყველაფერი მოსულა? სკამების გამო ნუ დაკარგეთ სახე. გასულიყავით გარეთ და იმ ბავშვებს გადაფარებოდით, სადაც არც რევანშის საფრთხე იყო.
ახლა რომ მიყურებ ასე ურცხვად იმიტომ არის ტოლობის ნიშანი თქვენსა და იმ მოძალადეებს შორის.
სადარბაზოებში დაკავებულების ცემა, დევნა, ეს მიგაჩნიათ, რომ ნორმალურია და ამაზე არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მინისტრმა?"- მიმართა ბესელიამ "ქართული ოცნების" წევრებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200