ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ ძლიერ გადაჭარბებულია - ვახტანგ კიკაბიძე
- საზოგადოება
- 25.06.2019
- 17:03
ქართველი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე თავისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეისბუქით“ ეხმიანება და ცნობილ ამერიკელ მწერალს მარკ ტვენს იშველიებს.
„როგორც დიდმა მარკ ტვენმა თქვა: ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ ძლიერ გადაჭარბებულია“, -წერს მსახიობი “ფეისბუქის“ თავის გვერდზე.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.