"რუსთავი 2"-ის თავზე უცნობი საფრენი აპარატი გამოჩნდა
- საზოგადოება
- 26.06.2019
- 12:13
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ტელეკომპანიის თავზე უცნობი საფრენი აპარატი გამოჩნდა. დაახლოებით ერთი საათის წინ, დაუდგენელი საფრენი აპარატი ჩვენი შენობის თავზე გამოჩნდა და "რუსთავი 2"-ის ოფისს რამდენჯერმე გადაუფრინა. იუწყება ტელეკომპანია. თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს აპარატი მათ არ ეკუთვნით, ამ დროისთვის უცნობია, რა სახის საფრენი აპარატი ტრიალებს "რუსთავი 2"-ის თავზე და რა მიზნით.