primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
26 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
26 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ივანიშვილს მოსთხოვეთ პასუხი, რატომ დაამცირებინეთ საკუთარი თავები - ნიკა მელია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს

  • პოლიტიკა
  • 27.06.2019
  • 17:05
ივანიშვილს მოსთხოვეთ პასუხი, რატომ დაამცირებინეთ საკუთარი თავები - ნიკა მელია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს

არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება იმისთვის, რომ პატიმრობაში წავსულიყავი, - ამის შესახებ ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახით მას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

„გუშინ, როდესაც ეს პროკურორი, ამირან გულუაშვილი და პროკურატურის წარმომადგენლები ზუსტად ანალოგიური სიტყვით მიმართავდნენ დეპუტატებს კომიტეტის სხდომებზე, შემდეგ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ალაპარაკეს 92 დეპუტატი „ქართული ოცნების“ რიგებიდან, რომ საკმარისია მტკიცებულებები, დამნაშავე არის მელიაო, ამიტომ უნდა მივაჭიროთ მწვანე ღილაკს თითი მის დასაპატიმრებლადო, რა შეიცვალა ამის შემდეგ? შიშმა აიყოლია ბიძინა ივანიშვილი, რადგან ძალიან არასწორ პოზიციაზე იდგა. არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება იმისთვის, რომ პატიმრობაში წავსულიყავი”- განაცხდა მელიამ.

მისი თქმით, გაათმაგებული ენერგიით გააგრძელებს ბრძოლას.

„92 დეპუტატს მივმართავ, მერიდება თქვენ ნაცვლად, რა გიქნათ, აბრძანდით ბიძინა ივანიშვილთან და მოსთხოვეთ პასუხი, რატომ დაამცირებინეთ საკუთარი თავები ასე. ჩემს კოლეგებს მივმართავ, წესით და რიგით ის ხალხი უნდა იყოთ, რომლებმაც ამ ქვეყანას წარმატება უნდა მოუტანონ. გაასმაგებული, გახუთმაგებული, გაათმაგებული ენერგიით ვაპირებ ბრძოლას ამ არანორმალურ მოვლენასთან, - აღნიშნა მან.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა,  პარლამენტის სხდომებს დაესწრება და კოლეგბს „ქართული ოცნებიდან“ დაუსვამს შეკითხვას როგორ მოხდა, რომ პარლამენტის შენობის შტურმით ამღები კვლავ მათ გვედრით დაჯდა.

 „პარლამენტში სხდომებს დავესწრები, „ქართული ოცნებიდან“ ჩემს კოლეგებს დავუსვამ კითხვებს – რა მოხდა ხალხო, თქვენ წინაშეა კრიმინალი, დამნაშავე, შენობის შტურმით ამღები და მე კვლავ თქვენ გვერდით ვზივარ? ან ისინი არ უნდა დასხდნენ ჩემ გვერდით დარბაზში ან მე არ უნდა დავჯდე. მე რა თქმა უნდა, ვიქნები იქ, სადაც უნდა ვიყო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გარდაიცვალა ლეგენდარული დოლი პარტონი
  • 23:48
გარდაიცვალა ლეგენდარული დოლი პარტონი
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე  - ირმა ინაშვილი
  • 19:09
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე - ირმა ინაშვილი
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:07
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
  • 18:40
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge