დღეიდან თბილისის მეტრო 06:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს
- საზოგადოება
- 01.07.2019
- 13:18
ელექტროუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე პირველი ივლისიდან 2020 წლის პირველ ივლისამდე, თბილისის „მეტროპოლიტენი“ 06:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად, დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელი შეიცვლება, ახალი, თანამედროვე ISO-ს სტანდარტის კაბელებით. ასევე, პროექტის ფარგლებში, 28 საგვირაბე გამნიავებლის და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორის მონტაჟი მოხდება.