პარლამენტის წინ მყოფი ერთ-ერთი მოშიმშილე კლინიკაში გადაიყვანეს
- საზოგადოება
- 01.07.2019
- 17:07
პარლამენტის წინ მყოფი ერთ-ერთი მოშიმშილე, გოგა ლემონჯავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. გაირკვა, რომ გოგა ლემონჯავას შაქარი დაუვარდა. ის „ამტელ ჰოსპიტალში“ მოათავსეს.
ამ დროისთვის მოშიმშილეთა კარავში 3 ადამიანი რჩება, ისინი უკვე მერვე დღეა გახარიას გადადგომის მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.