შეკვეთილში ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა
- საზოგადოება
- 05.07.2019
- 11:16
შეკვეთილში დღეს ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა.
ხათუნა ბერიძეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია, მოგვიანებით კი, ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც სამედიცინო კვლევები უტარდება.
კლინიკასთან იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ, კარავში რამდენიმე ადამიანი მე-11 დღეა შიმშილობს. ასევე პერიოდულად იმართება აქციები. აქციის მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.