primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
26 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
26 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოსათვის, როგორც მედეას ქვეყნისათვის, სამედიცინო ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია - პრეზიდენტი

  • პოლიტიკა
  • 05.07.2019
  • 12:21
საქართველოსათვის, როგორც მედეას ქვეყნისათვის, სამედიცინო ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმი საქართველოს სტომატოლოგთა მე-15 საერთაშორისო კონგრესი, სტომატოლოგ ქალთა მსოფლიო ფორუმი გახსნა. სალომე ზურაბიშვილი მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს, წარმატებული მუშაობა უსურვა მათ და იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია დაეხმარება მის მონაწილეებს უფრო დიდ პროგრესს მიაღწიონ ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის რეაბილიტაციისა და დაცვის მიმართულებით.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასშტაბის ფორუმი ეძღვნება ქალთა საკითხებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისათვის და ჩვენ როგორც ქალები, კიდევ უფრო ვზრუნავთ ჩვენ მომავალ თაობაზე, რადგან ვართ დედები და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. მადლობას მოვახსენებ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის მხარდაჭერითაც ბათუმში ეს ფორუმი ტარდება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რადგან ტურიზმი ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია და ტურიზმის ისეთი მიმართულები, როგორიცაა საკონფერენციო და სამედიცინო ტურიზმი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან სამედიცინო ტურიზმი, საქართველოსათვის, როგორც მედეას ქვეყნისათვის ისტორიული ხასიათისაა. ჩვენ უნდა განვავითაროთ სამედიცინო ტურიზმი და რეგიონებში ჩვენი კურორტები, რომლებიც ძალიან მრავლად გვაქვს. ეს საქართველოსათვის ძალიან დიდი პოტენციალია. ამ კუთხით, ასეთი მასშტაბური კონფერენციის ჩატარებაც ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ თავმოყრილია უამრავი ქალი, რადგან დღეს ლიდერი ქალები უფრო და უფრო ძლიერდებიან. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ევროკომისიის პრეზიდენტად წარდგენილია ქალი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი და დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტი აირჩევს მას, ასევე ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად სავალუტო ფონდის ყოფილი თავმჯდომარე. ეს ყველაფერი დიდი წინსვლაა, მათთვის, ვინც ვფიქრობთ ქალების ჯანმრთელობასა და ქალების როლზე ჯანდაცვის პოლიტიკაში. ჩვენ ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე.

საქართველოს პრეზიდენტი სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა ქეთრი ქელიმ სტომატოლოგიური ჯანმრთელობის მსოფლიო ფორუმზე მიიწვია, რომელიც სან ფრანცისკოში 7 სექტემბერს გაიმართება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გარდაიცვალა ლეგენდარული დოლი პარტონი
  • 23:48
გარდაიცვალა ლეგენდარული დოლი პარტონი
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე  - ირმა ინაშვილი
  • 19:09
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე - ირმა ინაშვილი
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:07
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
  • 18:40
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge