png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი კანდელაკი: "ქართულ ოცნებას" ქართველმა ხალხმა განაჩენი უკვე გამოუტანა

  • პოლიტიკა
  • 18.12.2015
  • 15:21
გიორგი კანდელაკი: "ქართულ ოცნებას" ქართველმა ხალხმა განაჩენი უკვე გამოუტანა
"ქართულ ოცნებას" ქართველმა ხალხმა განაჩენი უკვე გამოუტანა და ეს ნებისმიერი საარჩევნო სისტემის შემთხვევაში, მომდევნო წელს გაფორმდება" - ასე გამოხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გიორგი კანდელაკი პარლამენტში, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული ცვლილებები ანტიეროვნული და არადემოკრატიულია.
"ის, რაც დღეს ამ დარბაზში მოხდება, პირდაპირ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ იცხოვრებენ მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი მოქალაქეები.
შემოთავაზებული კანონპროექტი მავნებლური და არადემოკრატიულია. აქედან კარგად ჩანს, რომ ბიძინა ივანშვილსა და მის გუნდს კარგად ესმის თუ რა განაჩენი გამოუტანა გამწარებულმა ხალხმა მათ. კარგად იციან, რომ მარცხი გარდაუვალია. ამ ჭრა-კერვით, სხვადსხვა რაიონების ხელოვნური მიერთებითა და დაშორებით, უნდათ რომ რაღაცნაირად 2016 წლის არჩევნებზეც გაძვრნენ და ხელისუფლბაში დარჩნენ, რათა გააგრძელოს ყველაფერი ის, რასაც ამ დროის განმავლობასი აკეთებდა - ზღვარგადასული კორუფცია, ნეპოტიზმი, ბიუროკრატიაზე ბიუჯეტის ხარჯვა. ამ ყველაფრის გასაგრძელებლადაა დღეს ეს სამარცხვინო კანონპროექტი შემოტანილი.
თუმცა, გარწმუნებთ, რომ როგორი სისტემაც არ უნდა შეთხზათ, არაფერი "ქართულ ოცნებას" არ ეშველება, მას განაჩენი ქართველმა ხალხმა უკვე გამოუტანა და ეს ნებისმიერი საარჩევნო სისტემის შემთხვევაში მომდევნო წელს გაფორმდება. "
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge