პარლამენტის წინ ლევან ვასაძის მხარდამჭერების აქციას ლგბტ დროშამ გადაუფრინა
- საზოგადოება
- 08.07.2019
- 16:09
პარლამენტის წინ შეკრებილი ლევან ვასაძის მხარდამჭერების თავზე გადაიფრინა დრონმა, რომელზეც ლგბტ დროშა იყო დამაგრებული.
ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები პარლამენტის შენობის წინ კონტარქციას მართავენ და „თბილისი პრაიდის“ შესაძლო ჩატარების გარდა, ანტისაოკუპაციო აქციების შეწყვეტასაც ითხოვენ.