png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ეს იყო გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანია საქართველოში დესტაბილიზაცია - მამუკა ბახტაძე

  • პოლიტიკა
  • 08.07.2019
  • 16:46
ეს იყო გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანია საქართველოში დესტაბილიზაცია -  მამუკა ბახტაძე

რაც ვიხილეთ გუშინ, ეს იყო სრულიად ამაზრზენი და ამორალური საქციელი, ამავე დროს, გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, და ამავე დროს, გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანია მოახდინონ საქართველოში დესტაბილიზაცია, – ამის შესახებ „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა და, რა თქმა უნდა, ეს სრულიად მიუღებელი ფრაზები არ იყო ცალკე აღებული რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი. ეს არის წლების განმავლობაში არსებული აგრესია ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ბელადის მხრიდან. რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, ეს იყო სრულიად ამაზრზენი და ამორალური საქციელი და ამავე დროს, გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანია მოახდინონ საქართველოში დესტაბილიზაცია, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანება. მინდა, გითხრათ, ეს არავის გამოუვა, მსგავსი სცენარები საქართველოში არ მოხდება და ჩვენ ამას არ დაუშვებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერს შეფასებით, ამ საკითხზე სახელმწიფო უწყებებმა გააკეთეს განცხადებები, რომელიც უნდა გაკეთებულიყო ასეთ დროს.

„განცხადებები გაკეთდა ჩვენ მხრიდან, მათ შორის, სახელმწიფოებრივი უწყებების მხრიდან, რომელიც უნდა გაკეთებულიყო ასეთ დროს. აქ შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, რა ამოძრავებს ამ დესტრუქციულ ძალას და მათ ამოძრავებთ ის, რომ დააზიანონ ქართული სახელმწიფოებრიობა და პრობლემები შეუქმნან ქართულ საზოგადოებასა და ქართველ ხალხს“, – განაცხდა მამუკა ბახტაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge