უკრაინელი ჟურნალისტები გიორგი გაბუნიას მხარდამჭერ ფლეშმობს ამზადებენ
- საზოგადოება
- 08.07.2019
- 17:25
უკრაინული ტელეარხის „პრიამიის“ ჟურნალისტები ამზადებენ ფლეშმობს გადაცემა P.S.-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას მხარდასაჭერად. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „სტრანა.უა“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ფლეშმობი 10 ივლისს ჩატარდება. მომავალი აქციის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.