მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი პრორუსული, ფანატიკური რელიგიური დაჯგუფებაა - დეკანოზი ილია ჭიღლაძე
- საზოგადოება
- 09.07.2019
- 00:00
დეკანოზი ილია ჭიღლაძე მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირის ქმედებებს აფასებს და აცხადებს, რომ ისინი საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ პრორუსულ, სატელიტურ, ფანატიკურ-რელიგიურ დაჯგუფებად.
"მართლაც, მმკ- ახალი სინედრიონი! ისინისაბოლოოდ ჩამოყალიბნენ როგორცპრორუსული სატელიტიური ფანატიკურირელიგიური დაჯგუფება, რომელიც ეკლესიისდისკრედიტაციას მაღალ დონეზე ახერხებს. შეიძლება რამდენიმე ათასი ტაშს უკრავს მათ, მაგრამ ასიათასები ბრკოლდებიან", - - წერს დეკანოზი ილია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ, რადიკალური დაჯგუფების, მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირის და მათი მომხრეების აქცია მიმდინარეობს. რადიკალური ჯგუფები, რომელთა ერთ-ერთი ლიდერად ლევან ვასაძეა მიჩნეული, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას ითხოვენ. წინააღდეგ შემთხვევაში ისინი დაშლას არ აპირებენ.
რადიკალურ დაჯგუფებათა აქციის პარალელურად, პოლიციის კორდონს მიღმა, გრძელდება ანტისაოკუპაციო აქცია.