სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” ნაღმს ეძებენ
- საზოგადოება
- 09.07.2019
- 14:47
სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” ამ წუთებში გამნაღმველები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და მაშველები.
განგაშის მიზეზი კი შეტყობინება გახდა, რომლის თანახმადაც სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი საშუალებაა დამონტაჟებული.