ვლადიმირ პუტინი საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგია
- პოლიტიკა
- 09.07.2019
- 16:38
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგია. „“არ გავაკეთებდი ამას ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო“, - განაცხადა პუტინმა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს საჭიროდ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო. მისი თქმით, ანტირუსულ განწყობას ქვეყანაში აღვივებენ ის ადამიანები, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოო ჯამში ზიანს აყენებენ ქართველ ხალხს.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომელიც რუსეთის მთავრობას რეკომენდაციას აძლევს განიხილოს საქართველოს მიმართ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიზანშეწონილობა და წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები რუსეთის პრეზიდენტს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200