პუტინი გიორგი გაბუნიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საჭიროდ არ მიიჩნევს
- პოლიტიკა
- 09.07.2019
- 17:02
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა P.S.-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ქართველი ჟურნალისტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საჭიროდ არ მიიჩნევს.
„დიდი პატივია -აღიძრას რაიმე სისხლის სამართლის საქმე. დაე გააგრძელოს მომავალშიც მუშაობა“, - აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინააღმდეგია. „არ გავაკეთებდი ამას ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო“, - აღნიშნა პუტინმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200