png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს

  • საზოგადოება
  • 10.07.2019
  • 15:06
საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს

საქართველოს ბანკმა განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

ქუთაისში, სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე ჩატარებული შეხვედრის მთავარ მიზანს ახალგაზრდებისთვის იმ შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა, რომელსაც ბანკი აძლევს განათლების მიღების მსურველებს. აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა, მომავალმა მაგისტრებმა მიიღეს ყველა საჭირო ინფორმაცია ჩივნინგისა და ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამებზე, სან-დიეგოსა და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის დაფინანსების შესაძლებლობებზე, ასევე, Social Impact Award-ის, TEDx-ის საერთაშორისო პროექტებზე, სოციალური საწარმოების საგრანტო კონკურსზე.

შეხვედრაზე მისულ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება, იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება განახორციელო საკუთარი იდეები და გამოიყენო განათლებით მიღებული უსაზღვრო შესაძლებლობები, გაუზიარეს საქართველოს ბანკის სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სოციალური პროექტების გამარჯვებულებმა. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს განათლების ექსპერტის, პაატა პაპავას ვორკშოპში- „დაიჯერე შენი შესაძლებლობების".

ახალგაზრდებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები არის საუკეთესო შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რათა გაიზიარონ საუკეთესო გამოცდილება, დაისახონ მიზნები, იდეები და საბოლოოდ განახორციელონ საკუთარი ოცნებები.

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, წლებია მხარს უჭერს განათლებას, აფინანსებს სამაგისტრო სტიპენდიებს დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე, აფინანსებს განათლებასთან დაკავშირებულ საინტერესო პროექტებს და თავადაც ქმნის მათ. ამ მიზნით, ბანკმა შექმნა სრულიად ახალი ვებ პლატფორმაც www.boe.ge, სადაც თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია მათთვის, ვისაც სურს განათლების მიღება და განვითარება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge