png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

კაცები ცეკვავენ სამაიას

  • საზოგადოება
  • 11.07.2019
  • 12:36
კაცები ცეკვავენ სამაიას

კაცებს ცეკვა სამაიას სამოსი აცვიათ და სამაიას ცეკვავენ - ასე მხატვარმა ლია უკლებამ გადაწყვიტა, მოულოდნელი პროტესტებით ცნობილმა ქუთაისელმა მხატვარმა და სამოქალაქო აქტივისტმა.

„კაცები ცეკვავენ სამაიას“ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის მისი შინაგანი მდგომარეობა. და ისე უნდა იცხოვროს, როგორც მას სურს, - უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ლია უკლებამ.

მისი ეს პროტესტი გეი მოცეკვავეების სიყვარულზე გადაღებული ფილმის შესახებ ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის პოზიციამ გამოიწვია. მან თქვა, „ქართული ცეკვა არის კაცური. ისტორიულად კი, ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლიაო“.

ამ განცხადებას წინ უძღოდა ფილმის „და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორის, ლევან აკინის გამოცემა The Guardian-ისთვის ნათქვამი სიტყვები, რომ ანსამბლ „სუხიშვილების“ ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა „ფილმს პრობლემები შეუქმნა“, „ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ“.

„ასე დამოკიდებულება შეიძლება მივიღოთ ლევან ვასაძისგან. მაგრამ ნინო სუხიშვილისგან მისი სიტყვები მტკივნეული აღმოჩნდა. ამიტომაც დავხატე კაცების სამაია“ - ამბობს უკლება.

ლია უკლებას ნახატი გამოქვეყნებული არ არის ხოლმე, რომ მას მაშინვე მოჰყვება ათასგვარი ინტერპრეტაცია. კრიტიკა. განსჯა. ხანდახან კი საგანგებო დამგმობი განცხადებები, მაგალითად, საპატრიარქოსგან. როგორც ეს ფეხმძიმე ღვთისმშობლის დახატვას მოჰყვა, რომელსაც პისტოლეტი ჰქონდა მიბჯენილი. და მაშინ ლია უკლებას მიმართ ყველაზე დიდი აგრესია გადმოიფრქვა.

„ღვთისმშობელი პისტოლეტით - სინამდვილეში, ღვთისმშობელიც ქალთა პრობლემების თემაზე დაიხატა. რელიგიური თემატიკა საერთოდ არაფერ შუაში იყო. მინდოდა, ყველაზე გავლენიანი ქალის პირით მეთქვა სათქმელი: მე, როგორც ქალი, ვარ მნიშვნელოვანი პერსონა, თქვენ უნდა გამითვალისწინოთ“, - უთხრა „რადიო თავისუფლებას“ უკლებამ.

„მე არ ვარ პროფესიით მხატვარი. არც კლასიკური სამხატვრო განათლება მაქვს. მოკლედ, მე არ ვიცი ხატვა და ამის თქმის სულ არ მრცხვენია. მაგრამ მე სათქმელებს ვხატავ - ეს ჩემთვის უფრო სამოქალაქო აქტივიზმია. ამიტომ, მე ვერ დავხატავ უბრალოდ ყვავილებს, პეპლებს და ჩაიდნებს, იმიტომ, რომ ეს ჩემგან არავის სჭირდება, ეს ჩემზე გაცილებით უკეთესად მხატვრებს გამოსდით“.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge