png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ადამიანებმა, რომელნიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, თავისი თავიდან უნდა დაიწყონ გამოსწორება – ილია მეორე

  • საზოგადოება
  • 12.07.2019
  • 14:11
ადამიანებმა, რომელნიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, თავისი თავიდან უნდა დაიწყონ  გამოსწორება – ილია მეორე

 

ადამიანებმა, რომლებიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდვილეში, საკუთარ თავში უნდა მონახონ ნაკლი და თავის თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება, – ამის შესახებ სამების ტაძარში პეტრე-პავლობის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„მოციქულებმა გადაწყვიტეს, რომ მათი დღესასწაული ერთად იყოს. ყოველი ადამიანი გარკვეული მისიით მოდის ამ ქვეყნად. მე მაქვს წაკითხული ერთი ისტორია, ოჯახის ისტორია, ცოლი ეხვეწება ქმარს, მინდა, უფრო ახლოს ვიყო შენთან, მინდა, შენი ერთგული ვიყო და დამიწერე, რა ნაკლი მაქვს, რომ გამოვსწორდეო. მთელი ღამე ქმარი ფიქრობდა, რა დავწეროო და დილას ეუბნება, ვერაფერი გამოვნახე შენში ნაკლი, მე მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარო. მე მინდა, გირჩიოთ ყველას, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები. ეს დიდი მადლია და დიდი ძალაა. არიან ადამიანები, რომელნიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდვილეში, თავის თავში უნდა მონახონ ნაკლი და თავის თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება“, – აღნიშნა პატრიარქმა.

მართლმადიდებლური სამყარო დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს.  პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღოდა. მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე და პავლე მოციქულებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს. წმინდა პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. იგი მეთევზე იყო და სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი უფალმა პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე, თავდაყირა გაკრული აღესრულა. 

წმინდა პავლე მღვდელმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს სდევნიდა. როცა ის დროებით დაბრმავდა, ღმერთმა თავისკენ მოუწოდა. მოციქულის სიცოცხლე თავისკვეთით დასრულდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge