თუშეთში, ჰესის მშენებლობაზე შუა ხნის მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 12.07.2019
- 15:00
თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ჰესის მშენებლობაზე შუა ხნის მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა, ის სასწრაფო დახმარების მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, გამოძიება ახლა იმას სწავლობს დაცული იყო თუ არა ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები.