ავიაკატასტროფას, შვედეთში, 9 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 15.07.2019
- 13:54
ცხრა ადამიანი ემსხვერპლა ავიაკატასტროფას შვედეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ უმეოს სიახლოვეს.
ადგილობრივი გამოცემა The Local-ის ცნობით, თვითმფრინავს პარაშუტისტები გადაყავდა.
უმეოს აეროპორტიდან, აფრენიდან 42 წუთის შემდეგ თვითმფრინავმა განგაშის სიგნალი გაგზავნა და მალევე ჩამოვარდა.
გამოცემის ინფორმაციით, კატასტროფა ერთძრავიანმა თვითმფრინავმა GippsAero GA8 Airvan 8-მ განიცადა, რომელშიც რვა მგზავრი და ერთი პილოტი იმყოფებოდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200