ასპინძაში 53 წლის მამაკაცი მოკლეს
- სამართალი
- 16.07.2019
- 12:20
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაბა ასპინძაში ერთი პირი დააკავეს.
ბრალდებულმა, 1971 წელს დაბადებულმა ბ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1966 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს თავის საცხოვრებელ სახლში დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.
შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200