ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო მიიღებს, პატივს ვცემთ და ანგარიშს გავუწევთ - ივანიშვილი
- პოლიტიკა
- 17.07.2019
- 13:32
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო მიიღებს, ხელისუფლება პატივს სცემს და ანგარიშს გაუწევს.
„ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ წევრებისგან, აბსოლუტურად პატივს სცემს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული, ჩვენ პატივს ვცემთ და ანგარიშს გავუწევთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას 18 ივლისს გამოაქვეყნებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200