საჯარო რეესტრში ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადება დარეგისტრირდა
- საზოგადოება
- 18.07.2019
- 15:43
საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას სარეგისტრაციო განცხადება მიიღო. საჯარო რეესტრში განცხადება 13:57 საათზე დარეგისტრირდა.
"მოვითხოვ, რომ მოახდინოთ სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში, ცვლილების რეგისტრაცია", - წერია განცხადებაში.
განმცხადებელი განცხადების დაჩქარებული წესით რეგისტრაციას ითხოვს, რისთვისაც გადახდილია დაჩქარებული მომსახურების საფასური 200 ლარი.
ამ დროისთვის კომპანიის მეწილეები არიან -- შპს „ტელეკომპანია საქართველო" -- 51 პროცენტი, ლევან ყარამანიშვილი -- 22 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი -- 18 პროცენტი, ნინო ნიჟარაძე -- 9 პროცენტი. კომპანიის გენერალური დირექტორი კი ნიკა გვარამიაა.