20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- სამართალი
- 19.07.2019
- 14:22
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებულ ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ლევან ჯიქურის სასამართლო პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართა.
დაკავებული შეუძლოდ წინასწარი დაკავების იზოლატორში გახდა და ის უკვე მესამე დღეა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მისი ინტერესების დამცველმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200