primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
26 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
26 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

აშშ-ის საელჩო "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება

  • პოლიტიკა
  • 19.07.2019
  • 18:54
აშშ-ის საელჩო "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება

აშშ-ის საელჩო "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურსადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსმიერ რუსთავი 2-ის საქმეზე 18 ივლისისგადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილვითარებას. სიტყვის თავისუფლება დაპლურალისტური მედია გარემო დემოკრატიისსაძირკველია.

ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლოგადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და, რომ უზრუნველყოფილიქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლისშესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატებიგანაგრძობს საქართველოს მხარდაჭერასსიტყვის თავისუფლების დაცვისა დამრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნებისსაქმეში", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ, გუშინ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმეზე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა დროებითი ღონისძიება, რომელიც აჩერებდა რუსთავი 2-ის შესახებ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

თავის დროზე უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის შესახებ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო, რომელიც მოგვიანებით შეაჩერა სტრასბურგის სასამართლომ, დროებითი ღონისძიების სახით.

2017 წლის მარტში, უზენაესი სასამართლოს დიდმა კოლეგიამ მოსარჩელეთა მოთხოვნა დააკმაყოფილა და ტელეკომპანიის 60 პროცენტიანი წილი ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40 პროცენტი – შპს „პანორამას“ მიაკუთვნა.

სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გაუქმების შესახებ.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამარლოში აღნიშნულ საქმეზე 4 მოსარჩელე იყო:

შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და მისი მფლობელები: შპს ტელეკომპანია საქართველო (51%-იანი წილი) და ბიზნესმენი ძმები — ლევან (22%) და გიორგი (18%) ყარამანიშვილები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გარდაიცვალა ლეგენდარული დოლი პარტონი
  • 23:48
გარდაიცვალა ლეგენდარული დოლი პარტონი
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე  - ირმა ინაშვილი
  • 19:09
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე - ირმა ინაშვილი
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:07
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
  • 18:40
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge