png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ივანიშვილის გარეშე მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებდა - ოქრუაშვილი

  • სამართალი
  • 23.07.2019
  • 13:01
ივანიშვილის გარეშე მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის გადაწყვეტილებას ვერავინ   მიიღებდა - ოქრუაშვილი

ივანიშვილმა გასცა უშუალოდ ბრძანება ანზორ ჩუბინიძის მეშვეობით, რომ დაერბიათ მომიტინგეები.  ამის შესახებ ამის შესახებ მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გადაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოიკითხოს, და  ამის თქმის საფუძველს მას აძლევს ის, რომ მისი თქმით,  ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღები, 

„წინა რიგებში ვიდექი და ხალხს ვაშოშმინებდი, ამოიღეთ კადრები, ყველგან გვერდითა და წინა მხრიდანაც ვჩანვარ წინა რიგებში და ხალხს მეტ-ნაკლებად ვაწყნარებდი. ის, რომ პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოიკითხოს, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღები, მის გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა ვერავინ, რომ დაერბიათ მშვიდობიანი მომიტინგეები. ივანიშვილმა გასცა უშუალოდ ბრძანება ანზორ ჩუბინიძის მეშვეობით, რომ დაერბიათ მომიტინგეები. რაც შეეხება გახარიას გამოკითხვას, გვერდიგვერდ ორი შენობის მაღალჩინოსნები ერთმანეთის ტყავს არ დახევენ არცერთ შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

„საკმაოდ კარგ სახუმარო ხასიათზე ვიყავი და შესაბამისად, კითხვაზე, ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და რა მიზნით, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და სამი თვის განმავლობაში, სანამ პროკურორობის გამო პარლამენტი უფლებამოსილებას შემიწყვეტდა ხელფასი მქონდა ასაღები და ამ მიზნით ვაპირებდი შესვლას. მათ მკითხეს, რატომ ვაპირებდი წინიდან შესვლას და მე ვუთხარი, რომ მეგონა, რომ ბუღალტერია წინიდან იყო და მერე პოლიციელებმა მითხრეს, არა გვერდიდან არისო, ამიტომ გვერდიდან წავედი. ბოლოს პასუხი მივიღე, რომ ხელფასს არ მოგცემთო. ერთადერთი აზრიანი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: რას მოვიმოქმედებდი, თუ ხალხი პარლამენტში შევიდოდა? ძალიან მარტივი პასუხია. ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმის გამო, რომ რაიმე სახის გართულება არ მომხდარიყო. შემდეგი მეტ-ნაკლებად იურიდიული და აზრიანი კითხვა იყო ის, ვიცოდი თუ არა, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge